საზოგადოება
02.08.2021 11:25
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 243 პირი.

კვირის ამბები