ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი და
კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 853 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 231 პაციენტი.