საზოგადოება
30.07.2021 18:47
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ტიტულოვანი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ადგილობრივი თვითმმართველობსი არჩევნებზე გორში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ტიტულოვანი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის მერობის კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე გზის ჩემ­პი­ო­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ არჩევნების პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვებს.

,,მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ჩემს და­სა­ხე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ,,ქართული ოცნების“ გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, გავ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა და სა­ბო­ლო­ოდ შევ­ჯერ­დით აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­კე­თე­ბუ­ლი, უკვე და­წყე­ბუ­ლი და სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი საქ­მე­ე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არც ერთ სხვა ძა­ლას არ გა­აჩ­ნია. ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­სი­ხა­რუ­ლოა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბა. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ახალ ამ­პლუ­ა­ში მო­ვახ­მა­რო დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას და მშობ­ლი­ურ მხა­რეს. გუნდს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ტი კან­დი­და­ტი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ კი­დევ უფრო დიდი ნდო­ბა, საქ­მე­ზე სა­უბ­რით, კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­თა­ვა­ზე­ბით მო­ვი­პო­ვოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ვი­მარ­ჯვებთ, შემ­დეგ კი ეს გა­მარ­ჯვე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში და ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის/ქა­ლა­ქის წინსვლა­ში აი­სა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე 30 წლის ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი 2016 წლის რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნია (ოქ­როს მე­და­ლი), 2012 წელს კი, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი ასე­ვე ევ­რო­პის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფ­ლი­ოს (2015) ჩემ­პი­ო­ნია.2015 წელს და­სა­ხელ­და წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად, 2018 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი.

2021  წლი­დან ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს გარდაცვლილი მწვრთნე­ლის, ნუგ­ზარ სხი­რე­ლის მიერ და­არ­სე­ბულ გო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბის სკო­ლას.

კვირის ამბები