დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინორმაციით, საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა „დელტა“ შტამის ცირკულაციაზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში არსებული აქტიური კოვიდდადებითი პაციენტების 40-50% სწორედ „დელტა“ შტამზე მოდის.
გარდა ამისა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, არამედ იგეგმება არსებულის აღსრულების გამკაცრება.