საქართველოში ვიზიტადმყოფი ცნობილი ამერიკელი ექიმი კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი სამედიცინო ქსელ „გორმედს“ სტუმრობს.
პერეს-ფერნანდესი „გორმედში“ კოვიდპაციენტების მართვის პროცესებს გაეცნო და ქართველ კოლეგებს შეერთებულ შტატებში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებზე ესაუბრება.
დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი მაიამის კრიტიკული მედიცინის სერვისების სამედიცინო დირექტორია. ამავდროულად, არის ასოცირებული პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ფლორიდის მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული სამუშაო ჯგუფის წევრი.
პერეს-ფერნანდესი შეერთებულ შტატებში აღიარებული ლიდერია COVID-19 პანდემიის მართვის პროცესებში და უშუალოდ მონაწილეობს კორონავირუსის მართვის პროცესებში სწრაფი რეაგირების გუნდების შემუშავებასა და ტექნოლოგიების დანერგვაში. დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი ლექციებს კითხულობს მთელს მსოფლიოში და მას ხშირად იწვევენ თავისი ცოდნის საერთაშორისო ფორუმებზე გასაზიარებლად.
პერესი არის სწრაფი რეაგირების გუნდის კომიტეტის თავმჯდომარე „Federación Panamericana e Ibérica de Sociedades de Medicina Crítica y Cuidados Intensivos (FEPIMCTI)“.