სპორტი
17.11.2019 13:55
„გორმა“ და „კოლხეთმა“ ქულები გაიყვეს
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გუშინ გამართულ შეხვედრაზე გორის „გორმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა და გუნდებმა, ქულები გაიყვეს. ანგარიში, პირველ ტურში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, მეორე ნახევარში, მეტოქემ, გორელთა კარი ორჯერ აიღო. საბოლოო შედეგი ტაბლოზე „გორის“ კაპიტანმა, ნიკა ოქროპირიძემ დააფიქსირა - 2:2.
საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის 34-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა.
დავით შუბითიძე, საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარი მწვრთნელი: „საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ შევძელით. პირველ ტაიმში ანგარიში ჩვენ გავხსენით, თუმცა, მეორე ნახევარში მეტოქე დაწინაურდა. მატჩის მიწურულს კი, კაპიტანმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის ბოლოს, „გორმა“ საკუთარ მაჩვენებელს ერთი ქულა შემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს ბრძოლისუნარიანობა“.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 35-ე ტურის შეხვედრას, ბორჯომის „ბორჯომთან“, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე სტუმრად გამართავს.
კვირის ამბები