ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 768 პირი ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელდა 2 088 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის 216 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.