ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზრ ვაქცინაციაზე აქტივობა არის კარგი.
„ვინც დარეგისტრირდა, უდიდესი ნაწილი აცრაზე მოვიდა. ერთეული შემთხვევები იყო როცა ვინმე ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა და მას კიდევ დამატებით ხელახლა მოუწევს რეგისტრაციის გავლა, ასე რომ აქტივობა ჯავშნის შემდეგ ვაქცინის გაკეთების არის კარგი. ამცრელი პუნქტის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაახლოებით 24 საათი სჭირდება. ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ამცრელი ცენტრები ლილოსა და „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე უკვე ამოქმედდა.