საზოგადოება
28.07.2021 12:00
გორის მუნიციპალიტეტის მერია სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსია სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე, ამავე სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე და ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოაცხადა.   

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ.

ცნობისთვის, რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს იწურება.

 

კვირის ამბები