პირადობის მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანა უკვე შესაძლებელია - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა, მათთვის სახელმწიფო სერვისების გამარტივება და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში“, - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ცნობისთვის, პირადობის მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში დაიტანება.