საზოგადოება
28.07.2021 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 509 პირი

საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც, 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 7.75 %-ს, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.28 %-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.92 %-ს.

კვირის ამბები