საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მკვეთრი მატების პარალელურად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ საქართველო „ნარინჯისფერიდან“ „წითელი“ ზონის ქვეყნების სიაში გადაიყვანა.
ბულგარეთი, მალტა, ბელარუსი და ისრაელი ჩვენს ქვეყანას სწორედ „წითელი“ ზონად მოიაზრებენ და შესაბამისად, აღნიშნულ სახელმწიფოებში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აიკრძალა.
ასევე, გარკვეული შეზღუდვები დააწესა ბელგიის სამეფომ და მოლდოვის რესპუბლიკამ.
ზოგად სურათს თუ გადავხედავთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის) ქვეყანაში შესვლას კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ამიტომ, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე, აუცილებლად გადაამოწმეთ ბოლო ინფორმაცია.