განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქისმალურად ტარების საკითხი, ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა - ქელეხი ქორწილები, კონცერტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, გამკაცრდება კონტროლი საზღვრებზეც.
„საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქისმალურად ტარების საკითხი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა - ქელეხი ქორწილები, კონცერტები. ქორწილები და ქელეხები დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა აკრალულია, მაგრამ ამის დაცვა არ ხდება, ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რომ გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებული 17 ადამიანი გარდაიცვალა.