საზოგადოება
27.07.2021 11:17
კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდი საქართველოში - 3666 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 17 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 25 844-ს აჭარბებს.

კვირის ამბები