ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში, გორელმა ძიუდოისტმა კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.
ლაშა შავდათუაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი ასევე ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი