გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში კანადელი არტურ მარგელიდონი, დამატებით დროში, იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი, ფრანგ გილიომ ჩაინესთან ვაზარით გაიმარჯვა. რაც შეეხება მერვედფინალს, აქ ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს დაუპირისპირდა და ისიც ვაზარით დაამარცხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი