კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ფაიზერით“ აცრები საქართველოს 37 სამედიცინო დაწესებულებაში დღეიდან დაიწყო. შიდა ქართლში ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ორ ლოკაციაზე - გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ქსელი ,,გორმედის“ გორის კლინიკაში.
„ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელია 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე კოვიდინფექციის გადატანიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
,,გორმედსა“ და ჰოსპიტალში, ასევე, ქარელში, კასპსა და ხაშურში გრძელდება სხვა ვაქცინებით აცრებიც.
შიდა ქართლს ვაქცინა ,,ფაიზერის" 2 160 დოზა გადაეცა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში