ოლიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში მოასპარეზე გორელმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად - ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მარგველაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა. მეოთხედფინალში გორელმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში - კორეელ ან ბაულს, ფინალში კი ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში მცირე სხვაობით დამარცხდა.
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მარგველაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.
შეგახსენებთ, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 35 სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთაგან 4 გორელია.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი