კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, 15 მარტიდან 23 ივლისამდე პერიოდში შიდა ქართლში 14 734 მოქალაქე აიცრა.
,,ამ ეტაპზე, 23 ივლისამდე არსებული მონაცემებით, რეგიონში ვაქცინაცია ჩაუტარდა 14 734 მოქალაქეს, მათგან I დოზითაა აცრილი 9 505 პირი და II დოზით - 5 229 ადამიანი. რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს:
რეგიონში ,,სინოფარმის“ I დოზით ვაქცინირებულია 4 937 პირი, II დოზით - 1 991;
,,ასტრაზენეკა“ - I დოზით ვაქცინირებულია 2 198 ადამიანი, II დოზით - 1 486;
,,ფაიზერი“ - I დოზით აცრილია 797 მოქალაქე, II დოზით - 277;
,,სინოვაკი“ - I დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდა 1 573 პირს, II დოზით - 1 475 ადამიანს.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ინფექციის გავრცელების მატების ტენდენცია კვლავ შეინიშნება, რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება გორში“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.