„ფერადი რევოლუციების“ ტალღა 2003 წლიდან დაიწყო, ამ რევოლუციებმა გლობალური პოლიტიკური სივრცე გადაასხვაფერა. ისე მოხდა, რომ ახალ ათასწლეულში მომხდარი თითქმის ყველა რევოლუცია, რაიმე მცენარის სახელს უკავშირდება, სწორედ, ამიტომ ამ რევოლუციებს სხვადასხვა ფერის ან ყვავილების რევოლუციების სახელით მოიხსენიებენ.
2003 წლის 23 ნოემბერს მიმდინარე რევოლუციისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით ხელში შევიდა, სწორედ აქედან მიიღო ამ რევოლუციამ „ვარდების რევოლუციის“ სახელი.
2004-2005 წლების უკრაინის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეებს ხელში ნარინჯისფერი დროშები ეკავათ, მიმდინარე პროცესებს „ნარინჯისფერი რევოლუცია“ ეწოდა.
2005 წელს, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს „ტიტების რევოლუცია“ პრეზიდენტის გამო დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტი ასკარ აკიევი აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში არავითარი ტიტების რევოლუცია არ იქნებოდა. თუმცა რევოლუცია შედგა, პრეზიდენტი გადადგა.
2005 წელს, ლიბანში, „კედარის“ რევულიცია მოხდა. მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს სახელი „კედარი“ უკვე ნახსენები რევოლუციების გავლენით აურჩიეს.
აღნიშნულ რევოლუციებს, ხავერდოვან რევოლუციებსაც უწოდებენ, მათი დაკავშირება სიფერადესთან და სიჭრელესთან, მთავრობის შეცვლის მშვიდობიან, უსისხლო გზას უსვამდა ხაზს.