გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, სენაკში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სპექტაკლს სახელწოდებით - „ვაჟიშვილი“ გორის თეატრის მსახიობები 24 ივლისს ითამაშებენ.
თანამედროვე რეჟისორის დავით ჩხარტიშვილის სასცენო ნამუშევარში გიორგი გოგუაძე, დაჩი ბაბუნაშვილი, ანა მატუაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, სოფია დრულევი და მარიამ ოლგესაშვილი მონაწილეობენ.
ცნობისთვის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეშვიდედ ტარდება. გასულ წელს, ზემოხსენებულ ფესტივალს ფოთმა უმასპინძლა, სადაც გორის თეატრმა „იდიალური უცნობები“ წარადგინა.
კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სპექტაკლები რეგულაციების დაცვით გაიმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ