მეცნიერებათა სკოლა გორში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს ეძებს - შესაბამისი ვაკანსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
კანდიდატს მეცადინეობების ჩატარება I – IV კლასებში მოეთხოვება. სამუშაო დატვირთვა ასეთი გახლავთ: 9 საათი კვირაში, სავარაუდო ანაზღაურება კი - 150-250 ლარია.
სამუშაოს დაწყების თარიღად 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული, თუმცა, მსურველებმა განაცხადები 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ.
კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში, სკოლამ კონკურსანტს შეიძლება მოსთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ