საზოგადოება
23.07.2021 11:25
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 656 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,

მძიმე პაციენტია 934 პირი, საიდანაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება 205 პაციენტი.

კვირის ამბები