საზოგადოება
23.07.2021 11:20
საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834, საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 934 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205.
კვირის ამბები