საზოგადოება
23.07.2021 10:19
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩოჩიევს კოვიდ-19 ივლისის დასაწყისში, ცხინვალში დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, იგი ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში, 22 ივლისს გარდაიცვალა.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების და შემდგომ, რეგიონის ოკუპაციის პერიოდში, ბორის ჩოჩიევს არაერთი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ,,ეთნიკურ საკითხთა კომიტეტს“, იყო ,,სპეციალურ საქმეთა მინისტრი“, ხელმძღვანელობდა დე ფაქტო მთავრობის ჯგუფს მოლაპარაკებების პროცესში, გარდაცვალებამდე კი, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

კვირის ამბები