2020 წელს გასამართი ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, ტოკიოში დღეს იწყება.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე სსხვადასხვა ქვეყნის პორტსმენები 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პარაოლიმპიადა კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება და პარასპორტსმენები 22 სახეობაში იასპარეზებენ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი გორელი სპორტსმენი გამოვა: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ. ლარს მიიღებს.
ტოკიო 11 000-მდე სპორტსმენს მასპინძლობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი