კულტურა
15.11.2019 17:47
„შინდისი“ აზიური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ლოს-ანჯელესში, ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში აზიის ორმოცდაათამდე ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის წარდგენილი იყო ქართული ფილმი „შინდისი“.

კინოფესტივალზე, დიმიტრი ცინცაძეს აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.

„შინდისი“, წელს, საქართველოს სახელით ოსკარების საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძვის, შესაბამისად, ოსკარების დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი წარმატება ამ ფილმის მომავალი გამარჯვებისთვის წინ გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - წერს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კვირის ამბები