საზოგადოება
22.07.2021 11:44
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონში თვითიზოლაციაშია 899 პირი - ეკა ქორჩაშვილი

ბოლო რამდენიმე დღის მაჩვენებლით, შიდა ქართლში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება, მდგომარეობა საყურადღებოა, - ამის შესახებ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა ქარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სმა ეკა ქორ­ჩაშ­ვი­ლმა განაცხადა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონშია ვაქცინირებულია 14 352 მოქალაქე.

,,ბოლო რამდენიმე დღის მაჩვენებლით, შიდა ქართლში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თვითიზოლაციაშია 899 ადამიანი, აქედან 41 შემთხვევა გვაქვს გორის მუნიციპალიტეტში და თვითიზოლაციაშია 402 მოქალაქე, ინფიცირების 28 შემთხვევაა კასპში, თვითიზოლაციაშია 165 ადამიანი, 8 ახალი შემთხვევაა ქარელში, სადაც თვითიზოლაციის რეკომენადია აქვს 101 პირს, რაც შეეხება ხაშურს, ჩატარებული ტესტირების შედეგად, კოვიდინფექციის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და თვითიზოლაციაშია 231 მოქალაქე, მდგომარეობა საყურადღებოა. მოვუწოდებ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მეტი აქტიურობისკენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით აცრილია 14 354 პირი, აქედან I დოზით აცრილია 9 131 მოქალაქე და II  დოზითაა აცრილი 5 223 პირი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები