საზოგადოება
21.07.2021 14:50
ჯანმოს დირექტორი - შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც ე.წ. ინდურ შტამზე საშიში იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც ე.წ. ინდურ შტამზე საშიში იქნება.

გებრეიესუსის თქმით, რაც მაღალია გავრცელების მაჩვენებლი, მით მეტია ვირუსის ახალი შტამების გაჩენის საშიშროება.

„რაც უფრო ფართო იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომელიც პოტენციურად უფრო საშიში იქნება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, რომელიც ასეთი ზიანისმომტანია. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები