საზოგადოება
21.07.2021 12:30
გორის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
გორის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. კონსტანტინე თავზარაშვილმა მილოცვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მუსლიმებს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება აქვთ და ასე იქნება მომავალშიც.
„ყურბან-ბაირამის დღესასწაული მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს მივულოცო. განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმებს. თქვენ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება გაქვთ. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ასე იქნება მომავალშიც. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების სიკეთის, სიმშვიდისა და კეთილდღეობის მომტანი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გეტყვით - ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონსტანტინე თავზარაშვილი.
კვირის ამბები