საზოგადოება
21.07.2021 12:03
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება
 
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, „მობილური იუსტიციის სახლების პროექტი“ სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.
„იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით, იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებული არიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
კვირის ამბები