საზოგადოება
21.07.2021 11:42
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ,,გორმედში“ 90 წლის მამაკაცი აიცრა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მცხოვრები 90 წლის გიორგი კინკრიაშვილი სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

,,90 წლის ვარ, ტყვიავიდან ჩამოვედი აცრაზე, ვიცრები იმიტომ, რომ არ შემხვდეს კორონავირუსი და მერე სხვებსაც არ გადაედოთ“, - განაცხადა გიორგი კინკრიაშვილმა.  

შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები