კულტურა
15.11.2019 17:49
„გენაცვალოთ პაპა“ - ვახტანგ ჭანკოტაძის საჩუქარი პატარა მკითხველს

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს „მწერალთა სახლში“ ვახტანგ ჭანკოტაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სხვადასხვა ჟანრის ოცდაათზე მეტი წიგნის ავტორმა, საკუთარი ნაშრომი, ამჯერად, ბავშვებს მიუძღვნა. ბეჭდვური გამოცემა  სახელწოდებით - „გენაცვალოთ პაპა“, ათობით ლექსსა და გამოცანას აერთიანებს.

„საბავშვო ლიტერატურა პირველად გამოვეცი და თუ გარშემომყოფებს დავუჯერებ, საკმაოდ კარგი ნამუშევარი გამომივიდა. წიგნის რედაქტორი აკაკი ბიძინაშვილი გახლავთ, გამოცემის პროცესში, ფინანსური მხარდაჭერა კი, საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციამ გამიწია. ვიმედოვნებ,  პირველ რიგში, წიგნი თვითონ პატარების მოწონებას დაიმსახურებს და ერთ ლექსსაც თუ ისწავლიან ზეპირად, ჩავთვლი, რომ უკვე ჩემი მეგობრები არიან“, - აღნიშნა წიგნის ავტორმა.  

ვახტანგ ჭანკოტაძე 1933 წელს დაიბადა. გორის საპატიო მოქალაქე და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ათეულობით სამეცნიერო შრომის, გამოგონებისა და ოთხასამდე პუბლიცისტური წერილის ავტორია.

კვირის ამბები