გორელი კოლორიტი მამუკა ნადირაძე, იგივე სკიპი დღეს ,,გორმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,სინოფარმით“ აიცრა.
,,მე ვარ საველე ბანაკ ,,ტონთიოს“ წარმომადგენელი, ყოველ 5 დღეში, საველე პირობებში 100-მდე ბავშვს ვმასპინძლობთ. შესაბამისი რეგულაციის თანახმად, ამჟამად ბანაკი დავხურეთ, თუმცა, პედაგოგების ვაქცინაციის და მოზარდების ტესტირების საფუძველზე, რეგულაციების სრულყოფილად დაცვით, ვფიქრობ, შევძლებთ, კვლავ ვუმასპინძლოთ ბავშვებს. ვაქცინაცია მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ პანდემიის დამარცხება შევძლოთ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ვიყოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით“, - განაცხადა ,,სკიპიმ“.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში მასობრივი ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში 13 593 პირია აცრილი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაეცნო. ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ და ,,გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა მხარის რწმუნებულს არსებული მდგომარეობა და რესურსები გააცნეს.