დღეს, ,,გორმედში“, გორის გოგონათა გუნდის დირიჟორი ნინო წიკლაური ,,სინოფარმით“ აიცრა.
,,მოგეხსენებათ, მე დირიჟორი ვარ, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, შესაბამისად, უამრავ მოზარდთან მაქვს ურთიერთობა. მიხარია, რომ თითოეული ბავშვი, ვისაც ჩემთან ექნება შეხება, იქნება ჩემი მხრიდან მაქსიმალურად დაცული. ავიცერი ,,სინოფარმით“, თავს კარგად ვგრძნობ და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ - ავიცრათ, პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია მთავარი საშუალებაა“, - განაცხადა ნინო წიკლაურმა.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში მასობრივი ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში 13 593 პირია აცრილი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაეცნო. ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ და ,,გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა მხარის რწმუნებულს არსებული მდგომარეობა და რესურსები გააცნეს.