გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისა და მოზარდების არაფორმალური განათლებისთვის ხელშემწყობი პროექტების დააფინანსებას აგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისა და მოზარდების არაფორმალური განათლებისთვის ხელშემწყობი პროექტების დააფინანსებას აგრძელებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ,
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა სკრის თემში „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტია სახელწოდებით - „ჩვენი ნაკვალევი დედამიწაზე“. პროგრამა ა(ა)იპ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემმა“ განახორციელა და მასში სკრის თემში მცხოვრები დევნილი და სოციალურად დაუცველი 10-დან 17 წლამდე 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაეხმაროს მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და მათი განათლების დონის ამაღლებას არაფორმალური განათლების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები, მოეწყო შეხვედრები საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან, მომზადდა ვიდეო-კოლაჟები. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს დააფინანსოს ახალგაზრდებისა და მოზარდების არაფორმალური განათლებისთვის ხელშემწყობი პროექტები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.