საზოგადოება
20.07.2021 11:37
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197, საიდანაც 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 855 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი.

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%.

კვირის ამბები