საზოგადოება
19.07.2021 13:02
გორელი აბიტურიენტი, რომელიც კოვიდინფექციის გამო ქართული ენის ეროვნულ გამოცდაზე ვერ გავიდა, გამოცდის ჩაბარებას 21 ივლისს შეძლებს
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრება COVID19-ის ინფექციის დადასტურების გამო, უკვე განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. თინათინ გვერდწითელის თქმით, გორის საგამოცდო ცენტრში მსგავსი სახის ერთი შემთხვევაა აღრიცხული. ეს აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებას 21 ივლისს (II სესია) შეძლებს.
„რაც შეეხება დღევანდელ გამოცდას, ზოგად უნარებში ჩატარდა. დარეგისტრირებული 94 აპლიკანტიდან გამოცდაზე 84 გამოცხადდა.
გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ გამოსაცდელთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით.
ხვალ, 20 ივლისს კი, ერთი საგამოცდო სესიაა ჩანიშნული, სადაც პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად ჩააბარებენ გამოცდებს როგორც აბიტურიენტები, ასევე პედაგოგები, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
კვირის ამბები