საზოგადოება
19.07.2021 12:27
ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება სოფლების - მეღვრეკისის, ბროწლეთისა და ტირძნისის 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა. შიდა ქართლში საირიგაციო სისტემაზე დასრულებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.
რაც შეეხება პროექტის ღირებულებასა და შესრულებულ სამუშაოებს, GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 1 244 240 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 6,7 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდა. არხის ძირზე დაესხა მონოლითული ბეტონი, მოეწყო რკინაბეტონის ფილები, ღარები, წყალმიმღები კვანძი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
კვირის ამბები