საზოგადოება
19.07.2021 11:45
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 15 ადამიანი

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 231 და გარდაიცვალა 15 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან, მძიმე პაციენტია 859 პირი.  

 

 

კვირის ამბები