კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, 19 ივლისიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად, 19 ივლისიდან, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ახალი რეგულაცია ამოქმედდება ტრენინგებსა და კონფერენციებზე მონაწილეთათვის. ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილება) 15 ივლისს აისახა.