საზოგადოება
15.11.2019 16:10
გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს და საფუძვლად  „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი დაასახელეს.

 „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გორის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში არ მიიღეს.

აქციის მონაწილეებმა იოსებ მაკრახიძეს საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

 

კვირის ამბები