კულტურა
16.07.2021 11:57
2 დოლარიან მონეტაზე გამოსახული კოლხი მედეას ავტორი გორელი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია

გამოვიდა ლიმიტირებული 2 დოლარიანი მონეტა, რომელზეც კოლხი მედეაა გამოსახული. ილუსტრაციის ავტორი გორელი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია. გამორჩეული თანამედროვე ქართველი მხატვარი ,,გორელის“ ფსევდონიმით ხატავს. მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია.

ინფორმაციას ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.
GMnews-ის ინფორმაციით, კოლხი მედეას გამოსახულებით გამოსული ორდოლარიანი მონეტა ლიმიტირებული რაოდენობით, საკოლექციო დანიშნულების იქნება და ფულადი ერთეულის მიმოქცევაში არ ჩაეშვება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მონეტა დაინტერესებული პირებისთვის აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.


კვირის ამბები