საზოგადოება
16.07.2021 11:11
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ. გვერდი - Stopcov.ge - ავრცელებს. საიტის ცნობით, საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსი 466-მა პირმა დაამარცხა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც, მათ შორის, მძიმე პაციენტია 780 პირი, საიდანც 177 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კვირის ამბები