ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, 19 ივლისიდან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და ამის შესახებ ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილება) შევიდა.
შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ასევე, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი