ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად,19 ივლისიდან, ორშაბათიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები.
ამის შესახებ ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილება) უკვე აისახა.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
შეგახსენებთ, აღნიშნული დადგენილების თანახმად, 19 ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება ტრენინგებსა და კონფერენციებზე მონაწილეთათვის. ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ