საზოგადოება
16.07.2021 09:52
19 ივლისიდან, ტრენინგებსა და კონფერენციებზე მონაწილეთათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილება) უკვე აისახა.

გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან, 19 ივლისიდან შედის.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში მკვეთრად იმატა ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 756 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 166 პაციენტი.

კვირის ამბები