საზოგადოება
16.07.2021 09:45
საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერით“ აცრები საქართველოში დღეიდან იწყება.

პირველ ეტაპზე, ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია 7 სამედიცინო დაწესებულებაში - „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზა ვაქცინაა შემოსული, აღნიშნული  ვაქცინა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა ჩამოვიდეს.

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 14 ივლისს დაიწყო, თუმცა  ვაქცინაციის პორტალზე სეფერხებების გამო, აღნიშნული ვაქცინით აცრის ბევრმა მსურველმა რეგისტრაცია ვერ შეძლო.

კვირის ამბები