საზოგადოება
15.07.2021 11:53
ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
გორში, ყიფიანის 15 ნომერში მიმდინარე სკვერის მოწყობის სამუშაოები ახლო მომავალში დასრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 53 679 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 44 პროექტი ხორციელდება. ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ამ პროექტის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება, “- აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, GMnews-ის ინფორმაციით, „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფარგლებში 2016 – 2020 წლებში, ჯამში, 156 პროექტი განხორციელდა.
კვირის ამბები