საზოგადოება
15.07.2021 11:43
გორში, 20 ივლისის ჩათვლით, ,,გორმედსა“ და ჰოსპიტალში ვაქცინაციაზე ვიზიტის დასაჯავშნად მხოლოდ 12 ადგილია თავისუფალი - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გორში ორ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს - გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის რამდენიმე კაბინეტი ფუნქციონირებს.

სპეციალურ პორტალზე - booking.moh.gov.ge, ვიზიტის დაჯავშნა გორში ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ 20 ივლისის ჩათვლით.

რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, ამ დროისთვის ,,გორმედში“ მხოლოდ 7 თავისუფალი ადგილია დარჩენილი ,,სინოფარმით ვაქცინაციაზე: 3 ადგილი დღეს, 15 ივლისს და 4 ადგილი 16 ივლისს, პარასკევს.

რაც შეეხება ჰოსპიტალს,  აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია 20 ივლისის ჩათვლით და ამ ეტაპზე მხოლოდ 5 თავისუფალი ადგილია დარჩენილი: 2 ადგილი 19 ივლისს, ორშაბათს და 3 თავისუფალი ადგილია 20 ივლისს. სამხედრო ჰოსპიტალში, ,,გორმედის“ მსგავსად, ამჟამად მხოლოდ ,,სინოფარმით“ ვაქცინაციაა შესაძლებელი.

კვირის ამბები